company logo company logo
  • მთავარი
  • დაჯავშნა
  • სიახლეები
  • სერვის ცენტრები
  • კონტაქტი
  • კითხვები
ავტორიზაცია
  • EN
  • მთავარი
  • დაჯავშნა
  • სიახლეები
  • სერვის ცენტრები
  • კონტაქტი
  • კითხვები
  • © Greenway
  • EN
რომელ სატრანსპორტო საშუალებებს არ უწევს ტექინსპექტირება?

3500 კგ-მდე მისაბმელებს, მოტოციკლებს და L კატეგორიის  (მოტოციკლებს, მოპედებს, სკუტერებს, კვადროცოკლებს, ტრიციკლებს) სატრანსპორტო საშუალებებს:

ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებებს (გამოშვებული 1960 წლამდე); სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ექსპლუატაცია მფლობელის მიერ დროებით შეჩერებულია (არ მოძრაობს და არ გამოდის გზაზე); მსუბუქ სამგზავრო ავტომობილებს, რომლების გამოშვებიდან  4 წელი არ არის გასული; სატრანსპორტო   საშუალებებს, რომელთა მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს; ავტომობილებს, რომლებსაც საქართველოში ჯერ არ გაუვლიათ დადგენილი წესით რეგისტრაცია (ტრანზიტული, განუბაჟებელი, უცხო ნომრებზე და ა.შ...).

რა ღირს ავტომობილების ტექინსპექტირება?

მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების საფასურია 60 ლარი, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის 100 ლარი, ელექტრომობილებისთვის კი 48 ლარი.

ეს ტარიფი სახელმწიფოს მიერაა დადგენილი და ყველგა ტექინსპექტირების ცენტრში უცვლელია,

როგორ ხდება გადახდა?

გადახდა შეიძლება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

(ტერმინალი,ფეიბოქსი, ინტერნეტბანკი,  გრინვეის ვებგვერდი)

აირბაგი არ მაქვს, გაივლის ჩემი მანქანა შემოწმებას ?

თუ აირბაგი გათვალისწინებულია ქარხნულად და არ აყენია ავტომობილში/გახსნილია - ვერ გაივლით ინსპექტირებას.

რა პერიოდულობით უნდა ჩაუტარდეს ჩემს ავტომობილს ტექინსპექტირება?

თუ ახალი ავტომობილი გყავთ, რომელსაც არ შესრულებია 4 წელი, ჯერ არ უწევს ტექინსპექტირება.თუ თქვენ ავტომობილს უკვე შეუსრულდა 4 წელი, მაგრამ ჯერ არ გამხდარა 8 წლის, მაშინ ორ წელიწადში ერთხელ დასჭირდება ინსპექტირება.ხოლო თუ თქვენი ავტომობილი უკვე 8 წლის გახდა, მაშინ ინსპექტირების გავლა ყოველ წელს დაგჭირდებათ. ტაქსის შემთხვევაში,  გამოშვების თარიღიდან 1 წლის შემდეგ ყოველ 6 თვეში ერთხელ.

შეიძლება თუ არა ტექინსპექტირების პროცესზე დასწრება?

თქვენი უსაფრთხოების მიზნით საინსპექციო სივრცეში შესვლა აკრძალულია, თუმცა შეგიძლიათ არ იღელვოთ, რადგან თქვენი ავტომობილი საიმედო სპეციალისტების ხელშია, თქვენ კი შეგიძლიათ სრულ პროცესს მოსაცდელი ოთახიდან ადევნოთ თვალი.

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ვერ გავიარე ტექინსპექტირება?

ამაში არაფერია საგანგაშო, რადგან იმ შემთხვევაში თუ ტექინსპექტირება  პირველივე ცდაზე ვერ გაიარეთ, 30 კალენდარული დღე გაქვთ (კალენდარული ნიშნავს შაბათ-კვირებისა და დასვენების დღეების ჩათვლით 30 დღეს)  ხარვეზების გამოსასწორებლად (ამ პერიოდში პატრული ვერ დაგაჯარიმებთ).

განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება უფასოა და შეიძლება ჩატარდეს ჩვენივე კომპანიის ნებისმიერ ფილიალში მხოლოდ იმ პარამეტრებზე, რომლებზეც ხარვეზები გამოვლინდა.

თუ განმეორებითი ტექინსპექტირებისთვის სხვა კომპანიას მიაკითხავთ, მოგიწევთ თანხის ხელმეორედ სრულად გადახდა და ინსპექტირებაც ყველა პარამეტრზე ჩატარდება.

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ვერ გავიარე განმეორებითი ტექინსპექტირება?

მას შემდეგ, რაც მიიღებთ შესაბამის რეკომენდაციას, აუცილებელია თავიდან (ხარვეზების გამოსწორების შემდეგ) გაიროთ ტექინსპექტირება (ეს ინსპექტირება ტარდება საერთო წესით, საფასურის გადახდა ხდება სტანდარტულად) 

შეიძლება ჩემი ავტომობილი სხვამ მოიყვანოს ტექინსპექტირებაზე?

დიახ, შესაძლებელია. ამ პიროვნებამ აუცილებელია თან იქონიოს ავტომობილის ტექპასპორტი ან შესაბამისი ასლი. თუ თქვენი ავტომობილი აირზე მუშაობს, საჭირო იქნება აირის სისტემის გამართულობის ასლი.

აირბაგი მაქვს, მაგრამ ანთებს, გავივლი?

ავტომობილი ტექინსპექტირებას ვერ გაივლის თუ ხელსაწყოების დაფაზე (ე.წ. „ტორპედო, პრიბორი“)  გაუმართაობის ინდიკატორი (ე.წ. „დაჩიკი“) ანთებს. ეს იმის მანიშნებელია, რომ ავტომობილს ტექნიკური პრობლემა აქვს, ან ინდიკატორია მწყობრიდან გამოსული.

 

დაზიანებაა საქარე მინაზე და გავივლი ტექინსპექტირებას?

მინამწმენდების არეაში დაუშვებელია ბზარების ან და ლაქების არსებობა. 2020 წლის 14 სექტემბრიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დასაშვებია წერტილოვანი დაზიანებების არსებობა, სადაც ამ დაზიანების დიამეტრი არ აღემატება 5 მილიმეტრს. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დეტალი აღარ ითვლება ხარვეზად და მისი გამოსწორება აღარ არის სავალდებულო მომდევნო ტექინსპექტირებამდე.

ხარვეზის ხარისხი ინსპექტირების ცენტრში დგინდება, უმჯობესია ჩვენს ნებისმიერ ფილიალში მოიყვანოთ ავტომობილი ადგილზე რომ შეფასდეს დაზიანების ხარისხი.

ფარი გატეხილია, გაბზარულია და ვერ გავივლი ?

ფარების უქონლობის ან დაზიანების შემთხვევაში თქვენი ავტომობილი ვერ გაივლის ტექინსპექტირებას, რადგან ღამით მოძრაობისას ფარებზეა დამოკიდებული რამდენად კარგად დაინახავთ გზას. გაბზარული, გატეხილი ან სხვაგვარად დაზიანებული ფარი ამცირებს ხილვადობას და საფრთხეს გიქმნით თქვენც და სხვებსაც.

გამონაბოლქვი შავი თუა ვერ გავივლი ტექინსპექტირებას?

ვიზუალური შემოწმებით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენად აკმაყოფილებს გამონაბოლქვი კანონით დადგენილ ნორმებს. თუმცა, ვიზუალურაი შემოწმებისას შავი, ნაცრისფერი ან ლურჯი ფერის შემთხვევაში დახარვეზდება, თეთრის - არა.

სარკე თუ გაბზარულია გავივლი ?

დაუშვებელია სარკეებზე ბზარებისა და ლაქების არსებობა, ამიტომ, ტექინსპექტირებაზე მოსვლამდე გამოასწორეთ ეს ხარვეზი და შემდეგ მობრძანდით.

სკამი თუ მოძრაობს გავივლი ?

მძღოლის სავარძელი უნდა იყოს საიმედოდ დამაგრებული და  რეგულირების მექანიზმი მუშაობდეს გამართულად.

სხვა სავარძლები  უნდა იყოს საიმედოდ დამაგრებული და გამართულ მდგომარეობაში.

ღვედი თუ არ მუშაობს კარგად , არ შედის უკან, არ იჭერს, მოშვებულია - გავივლი ტექინსპექტირებას?

უსაფრთხოების ღვედის საკეტი და ამომწევი არ უნდა იყოს დაზიანებული და გამართულად უნდა ფუნქციონირებდეს, ღვედი იცავს მძღოლის და მგზავრების უსაფრთხოებას ავტოსანტრანსპორტო შემთხვევის (ავარიის) დროს. ასე რომ ღვედი გამართული უნდა იყოს.

თუ ვერ გავიარე შემოწმება და 31-ე დღეს მოვედი მოგვარებული პრობლემით, თანხა მაინც გადასახდელი მექნება?

განმეორებითი ინსპექტირება უფასოდ მხოლოდ 30 კალენდარული დღის განმავლობაში ხორცილდება. ამიტომ, ეცადეთ 30 დღის განმავლობაში მოხვიდეთ განმეორებით ვიზიტზე.

რამდენ ხანს გრძელდება პროცედურა?

სრულ შემოწმებას დაახლოებით 15-20 წუთი დასჭირდება.

„პრიბორზე“ რაიმე „დატჩიკი“ თუ მინთებს, პრობლემაა?

გამაფრთხილებელი სასიგნალო მოწყობილობა უნდა იყოს გამართული და  სათანადოდ ფუნქციონირებდეს, თუმცა არსებობს რიგი გამონაკლისებიც;  მაგალითად ე.წ ძრავის ჩეკი, დასაშვებია. თუმცა, გამონაკლისებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად, უმჯობესია დაგვირეკოთ ან ადგილზე გაიაროთ კონსულტაცია.

დაზიანებაა საქარე მინაზე და გავივლი ტექინსპექტირებას?

მინამწმენდების არეაში დაუშვებელია ბზარების ან და ლაქების არსებობა. 2020 წლის 14 სექტემბრიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დასაშვებია წერტილოვანი დაზიანებების არსებობა, სადაც ამ დაზიანების დიამეტრი არ აღემატება 5 მილიმეტრს. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დეტალი აღარ ითვლება ხარვეზად და მისი გამოსწორება აღარ არის სავალდებულო მომდევნო ტექინსპექტირებამდე.

ხარვეზის ხარისხი ინსპექტირების ცენტრში დგინდება, უმჯობესია ჩვენს ნებისმიერ ფილიალში მოიყვანოთ ავტომობილი ადგილზე რომ შეფასდეს დაზიანების ხარისხი.

რა პერიოდულობით მოხდება ტაქსებისა და სასწრაფო დახმარების ავტომობილების ტექინსპექტირება?

ტაქსები ტექინსპექტირებას გაივლიან 1 წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან - 6 თვეში ერთხელ; სასწრაფო დახმარების ავტომობილები კი წელიწადში ერთხელ. 

გაზზე მომუშავე ავტომობილების შემთხვევაში რა ხდება?

პირველ რიგში, შესაბამის ცენტრში შეამოწმებინებთ გაზის სისტემას, შემდეგ კი წარმოადგენთ სისტემის გამართულობის სერტიფიკატს გრინვეიში.

თუ ავტომობილი საქართველოში პირველად რეგისტრირებულია (განბაჟებულია) 2020 წლის 1 აპრილის შემდეგ, ამ შემთხვევაშია სავალდებულო კატალიზატორის არსებობა თუ ქარხნულად აქვს გათვალისწინებული, ხოლო 2020 წლის 1 აპრილამდე რეგისტრირებული ასეთი ავტომობილები ამ დეტალის გარეშეც გაივლიან ინსპექტირებას, მთავარია დააკმაყოფილონ გამონაბოლქვის ნორმები, რომლებიც აღნიშნული ავტომობილებისთვის შემოწმების ორივე პუნქტზე, ძრავის უქმ სვლაზე და მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა)– არის 0.7%.

როგორც მოგეხსენებათ, კატალიზური კონვერტორის (ე.წ. კატალიზატორის) დანიშნულებაა გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცირება.

მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი ავტომობილები როგორ გაივლიან ტექინსპექტირებას?

თუ ავტომობილი საქართველოში რეგისტრირებულია 2020 წლის 1 აპრილამდე და მას საჭე უკვე გადატანილი აქვს, ის არ დახარვეზდება ამ მიზეზის გამო.

ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც პირველადი რეგისტრაცია გაიარეს 2020 წლის 1 აპრილიდან და ამის შემდეგ მოხდა მათზე საჭის გადატანა, ტექინსპექტორებას ვერ გაივლიან.

ასევე დახარვეზდება ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც 2020 წლის 1 აპრილიდან გაიარეს ტექინსპექტირება, ანგარიშში დაფიქსირდა მათი საჭის მდებარეობა და ამის შემდეგ მოხდა საჭის გადატანა.

 

რა მოწმდება ტექდათვალიერებისას?

ა)       სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; 

ბ)      სამუხრუჭო აღჭურვილობა;  

გ)      საჭით მართვის სისტემა; 

დ)     ხილვადობა; 

ე)       ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; 

ვ)       ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; 

ზ)      შასი და მისი შემადგენლები;

თ)     სხვა მოწყობილობები; 

ი)      უარყოფითი ზემოქმედება; 

კ)       დამატებითი ტესტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის.

 

© Greenway