მომხმარებლები ხშირად გვისვამენ კითხვებს ჯავშნებთან, გადადებულ ტექდათვალიერებასთან და თარიღის შემოწმებასთან დაკავშირებით. მოდით, განვიხილოთ ის გავრცელებული საკითხები, რომლებსაც ტექდათვალიერების მსურველები შეცდომაში შეჰყავს:

 

წინასწარ დაჯავშნის გარეშე ვერ გაგვივლი ტექდათვალიერებას?

დაჯავშნა აუცილებელი არ არის, შეგიძლიათ მოხვიდეთ გრინვეის ნებისმიერ სერვისცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით და გაიაროთ ტექდათვალიერება უმარტივესად.

თუ წინასწარ დაჯავშნის სურვილი გაქვთ, ეს თქვენი არჩევანია - ეწვიეთ ვებგვერდს https://umartivesad.ge/ka/booking და დაჯავშნეთ ვიზიტი თქვენთვის სასურველ დროს, მოსახერხებელ ლოკაციაზე.

ჯავშნის დადასტურების შესახებ მიიღებთ sms შეტყობინებას თქვენ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.

 

 

შემიძლია თუ არა ტექდათვალიერების გავლა რამდენიმე დღით უფრო ადრე, ვიდრე ოფიციალურად მიწევს?

დიახ, შესაძლებელია და სასურველიცაა ასე მოიქცეთ. ბოლო დღემდე ლოდინი შესაძლებელია თქვენთვისვე გახდეს დისკომფორტის მიზეზი. შესაძლოა თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზით ჩაგეშალოთ გრინვეიში ვიზიტი და ვადაგადაცილების გამო დაჯარიმდეთ. სწორედ ამიტომ, ტექდათვალიერების ცენტრი გრინვეი გირჩევთ წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი და არ დაელოდოთ ტექდათვალიერების ბოლო ვადას. თარიღის შემოწმება გრინვეის ვებგვერდზე უმარტივესად შეგიძლიათ.

 

 

მართალია, რომ ტექდათვალიერება მარტამდე გადაიდო?

არა, ეს ინფორმაცია მცდარია. ტექდათვალიერება სავალდებულოა და გირჩევთ, გამართოთ ავტომობილი და დროულად ეწვიოთ გრინვეის ტექინსპექტირების ცენტრს. ტექდათვალიერებისთვის თავის არიდება უარყოფით ზეგავლენას ახდენს როგორც გარემოზე, ისე თქვენსა და გარშემო მყოფების უსაფრთხოებაზე.

რაც შეეხება, მარტამდე გადადებულ აქტივობებს - ეს ეხება მხოლოდ ავტომობილების განბჟებას.